+

ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)

1. მონეტები და პერიოდები, რომლებიც ჯერ არ არის კატალოგში:

ჩვენ გვესმის, რომ თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ ზოგიერთი პერიოდი, რომელიც ჯერ არ არის კატალოგში. თუმცა, მომხმარებლებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ პერიოდების დამატება - ამას მხოლოდ ადმინისტრატორები აკეთებენ.

მთავარ გვერდზე არსებული რეგულარული გამოკითხვის შედეგების შესაბამისად, საშუალოდ, თვეში დაახლოებით 3-5 პერიოდი ემატება ვებ-გვერდს.

ჩვენ გვინდა, რომ დავფაროთ რაც შეიძლება მეტი ისტორიული პერიოდი. თუ თქვენ გსურთ, რომელიმე კონკრეტული პერიოდის დამატება, გთხოვთ იყოთ მოთმინებით, ჩვენ მას აუცილებლად დავამატებთ! ასევე, გთხოვთ, ისიც გაითვალისწინოთ, რომ ყველა მომხმარებელს სხვადასხვა ინტერესი აქვთ და პერიოდების სიაც საკმაოდ გრძელია.

თუ რომელი პერიოდები დაემატა ვებ-გვერდს ბოლოს იხილეთ ახალი ამბების გვერდზე.

თუ არსებულ პერიოდში აკლია მონეტა, თქვენ შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ და ჩვენ შევეცდებით დავამატოთ ის რაც შეიძლება სწრაფად.


2. მონეტების ფასების შესახებ:

uCoin არ არის სავაჭრო პლატფორმა, ეს არის პირადი კოლექციების სამართავი ვებ-გვერდი. ყიდვა-გაყიდვა და მონეტის ფასების სანახავად მიმართეთ ისეთ აუქციონებს, როგორიცაა eBay.


3. მონეტების ამოცნობის შესახებ:

uCoin გთავაზობთ მონეტების ამოცნობის მრავალ ხელსაწყოს.

მონეტების კონკრეტული მახასიათებლის (ნომინალი, წელი, შემადგენლობა, გურტის ტიპი, ფორმა, ა.შ.) მოსაძებნად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ს საძიებო ველი ვებ-გვერდის ზედა ნაწილში. ძიების დაწყების შემდეგ, თქვენ ავტომატურად გადახვალთ საძიებო გვერდზე სადაც სავარაუდოდ იპოვით იმას რასაც ეძებთ. თუ ვერ იპოვეთ მონეტა, მაშინ დიდად სავარაუდოა, რომ ის არ არის ჩვენ კატალოგში და ჩვენ გირჩევთ მოძებნოთ სხვა ვებ-გვერდებზე, ან შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ, გამოგვიგზავნოთ მონეტის ფოტო და ჩვენ შევეცდებით მოვიძიოთ ინფორმაცია თქვენთვის.

ჩვენ ასევე გვაქვს ვებ-გვერდი dateconverter.net, სადაც მარტივად შეგიძლიათ გადაიყვანოთ მონეტებზე ამოკითხული თარიღები გრიგორიანულ კალენდრის თარიღებში.


uCoin